უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტმა კიდევ შვიდი ბინა შეიძინა
06-04-2022, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში მცხოვრები უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ შვიდი ბინა შეიძინა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, მიმდინარე წელს უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახები, დაახლოებით, 60 ბინით დაკმაყოფილდებიან, სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით კი, ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ,რაიონულ გამგეობებსა და მერიას მიმართონ.

 

 

„მოგეხსენებათ, წარმატებით მიმდინარეობს თბილისში მცხოვრები უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროცესი. კიდევ შვიდი ბინა შევისყიდეთ სხვადასხვა ოჯახისთვის. ჯამში კი, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, უკვე შესყიდულია 20 ბინა. ახლად შესყიდულ ფართებს, ისევე, როგორც აქამდე შესყიდულ ბინებს, მუნიციპალიტეტი მესაკუთრეებსგადასცემს. პროგრამა, რა თქმა უნდა, გრძელდება. წელს, დაახლოებით, 60 ბინით დავაკმაყოფილებთ უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს. რაც შეეხება სტატუსის მოპოვების პროცედურას, ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ, როგორც გამგეობებს, ისე მერიას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერმა სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება.

 

 

„ჩვენ ერთი მიმართულებით ვაკმაყოფილებთ ოჯახებს, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, მეორე მხრივ კი, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ხდება სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობების განხორცილება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და იქშენობა-ნაგებობების განთავსება. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ. შესაბამისი სამსახურების მხრიდან მონიტორინგიგაგრძელდება, რომ კონკრეტულ ადგილებზემსგავსი შემთხვევებიარ მივიღოთ. მეორე მხრივ კი, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, ვეხმარებით, გვერდში ვუდგავართ და მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით. შეიძლება პირველ ეტაპზე ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხერხდეს, მაგრამ გვაქვს პროგრამა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ, ამ ოჯახების ქირით გაყვანას ისე, რომ ქუჩაში არავინ დავტოვოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი