ფონიჭალის ხევში დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება
06-04-2022, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ფონიჭალის ხევში დასუფთავების მასშტაბურ ღონისძიებას ჩაატარებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

 

როგორც მან აღინიშნა, სამუშაოების ფარგლებში, პრევენციის მიზნით, ხევი ფერდობებიდან ჩამოშლილი მიწისა და ქვა-ღორღისგან გაიწმინდება.

 

 

კახა კალაძემ აქვე, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს მარტში, დიდთოვლობის დროს, დედაქალაქის გზებზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„თბილსერვის ჯგუფი“ ფონიჭალის ხევში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს იწყებს. სამუშაოების ფარგლებში, პრევენციის მიზნით, ხევი ფერდობებიდან ჩამოშლილი მიწისა და ქვა-ღორღისგან გაიწმინდება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა იქ ამ კუთხით და აუცილებელია ამ სამუშაოების წარმოება.დასუფთავების ღონისძიება, დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში სანიაღვრე და სადრენაჟე ექსპლუატაციის დეპარტამენტის 60-მდე თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას. „თბილსერვისს“ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მარტში, უჩვეულო დიდთოვლობის დროს, მათ საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გასწიეს. 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ იმისთვის, რომ განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე, მოძრაობა არ შეზღუდულიყო და საზოგადოებრივტრანსპორტს თუ მსუბუქავტომანქანებს გადაადგილება თავისუფლად შესძლებოდათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, ფონიჭალის ხევში ასევე, მობილიზებული იქნება ათი ერთეული სპეციალური ტექნიკა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი