თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე შუა გამყოფ ზოლში რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ლიბანისა და სარაჯიშვილი სსკვერების კეთილმოწყობაც დაემატა.
მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
„სარაჯიშვილის გამზირზე არსებული გზაგამყოფი ზოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხუთ ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა, რაც გვინდა, სრულად განახლდეს. აქ წლების წინ ტრამვაის ხაზი გადიოდა. წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა ეს ტრანსპორტი. ამ ადგილზე არსებულ გზაგამყოფზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. დაირგვება ხე-მცენარეები, გაკეთდება ველობილიკი, საფეხმავლო ბილიკი. ტერიტორიაზე დამონტაჟდება სარწყავი სისტემები, ატრაქციონები. რეკრეაციული სივრცე განათდება ლედ სანათებით. სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულდეს. პროექტის განხორციელების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს სივრცით, რომელიც ყველანაირად კეთილმოწყობილი და რეაბილიტირებული იქნება“ , - განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მთლიანი სარეაბილიტაციო სივრციდან ლიბანის სკვერის ფართობი 6 000 კვადრატულ მეტრს, ხოლო სარაჯიშვილის- 7 000 კვ. მ-ს შეადგენს.
აღნიშნულისამუშაოებისღირებულება 7,5 მლნლარსშეადგენს.
ამ ეტაპისთვის, დასრულებულია სადემონტაჟო სამუშაოები, მიმდინარეობს გრუნტის მოჭრა და გატანა, ასევე, იჭრება ტრანშეეები განათებისა დ ასარწყავი ქსელისათვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.