კიევის კრიზისიდან კარიბის კრიზისამდე ერთი ნაბიჯია?! - მალე შეიძლება რუსული ტანკები ვიხილოთ კიევში!
20-02-2014, 18:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, მთელი და მთლიანი უკრაინისთვის ერთნაირად მისაღები პოლიტიკური ლიდერის და პარტიის არ არსებობის პირობებში, ქვეყნის და საზოგადოების ერთადერთ შანსად რჩება ის, რომ უკრაინული საზოგადოების საუკეთესო და ავტორიტეტულმა წევრებმა, იტვირთონ საკუთარ თავზე უკრაინელი ხალხის კონსოლიდირება, იმის ახსნა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანებისაკენ სწრაფვას შეიძლება შეეწიროს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს ერთიანობა!..

 

 

ყოველი დღე და საათი ძვირფასია და დაგვიანება, ერთიანი უკრაინის დაღუპვას მოასწავებს!.. ვინც დღეს უკრაინელებს "აგულიანებს", ისინი გასაწირად იმეტებენ უკრაინის სახელმწიფოს, მისი ხალხის ერთიანობას და მთლიანობას. აქ გამარჯვებული არავინ იქნება და 50 მილიონიანი ქვეყანა კატასტროფაში აღმოჩნდება, თუ უკრაინელმა ხალხმა ვერ შეძლო შეჩერება და დაფიქრება, რა უმძიმესი მომავალი ელის მას! პანაცეა არ არის, არც ვადამდელი არჩევნები, პირიქით, შეიძლება ვადამდელი არჩევნების შედეგები არ მიიღოს უკრაინის მოსახლეობის ნახევარმა და ორხელისუფლებიანობა კი, გამოიწვევს ერთიანი უკრაინული სახელმწიფოს რღვევას, რაც უკვე მოსჩანს პოლიტიკურ ჰორიზონტზე!

 


ამავდროულად, გასათვალისწინებელია ე.წ. საგარეო ფაქტორები... რუსეთი უკრაინას და მის დედაქალაქს "უცხოეთად" არ აღიქვამს! რუსებისთვის, სწორედ კიევის რუსეთიდან ("კიევსკაია რუს") იწყება "დიადი" რუსეთი, მისი კულტურა და სარწმუნოება, ამიტომ, მალე შეიძლება რუსული ტანკები ვიხილოთ კიევში! რუსებს "უკან დასახევი" არა აქვთ, რადგან მიაჩნიათ, რომ დღეს კიევშია - "პოლტავაც, ბოროდინოც, სტალინგრადიც"! იქ, კიევში - "მათ უკან მოსკოვია"!..

 

 

დასავლეთის და რუსეთის "კიევური დაპირისპირება", ყველაზე მწვავე და დრამატულია სსრკ-ს დაშლის შემდეგ, რომელიც ადრეულ ფაზაზე თუ არ განიმუხტა ვაშინგტონისა და მოსკოვის ერთობლივი ძალისხმევით და მათ განაგრძეს "გეოპოლიტიკური თამაში ერთპიროვნული გამარჯვებისთვის", მაშინ, მსოფლიო მიიღებს 60-იანი წლების "კარიბის კრიზისის" მსგავს სიტუაციას, როდესაც კაცობრიობა ბირთვული დაპირისპირების საშიშ ზღვარს მიუახლოვდა!.. იმ შემთხვევაში, მოსკოვმა უკან დაიხია, რადგან კუნძული კუბა ყურისძირშია აშშ-სთან... ამიტომ, დღეს, "ამერიკელების ჯერია "დროულად დაამუხრუჭონ", ვინაიდან, დღეს რუსებს "მუხრუჭები არ დაუჭერს", ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო!!..

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი