ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს შეხვდა
06-04-2022, 18:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელს შეხვდა.

 


უმაღლესმა წარმომადგენელმა წარმატება უსურვა მინისტრს მის მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა საქართველოსთან, როგორც ევროკავშირის ღირებულ პარტნიორთან, არსებული მჭიდრო თანამშრომლობა.

 

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა წევრობის განაცხადის გაკეთების შემდგომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ახალ, თვისობრივად მაღალ დონეზე გადასვლას და უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადის გაკეთების შემდგომ გადადგა. აღინიშნა რომ საქართველო მზად არის განაგრძოს რეფორმების აქტიური პროცესი და ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რაც ქვეყანას გააჩნია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით.

 


ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს, ისევე როგორც ასოცირებული ქვეყნების ევროინტეგრაციულ მიზნებს ექნება ევროკავშირის მტკიცე და განგრძობითი მხარდაჭერა.

 


უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებს.

 


მაღალი შეფასება მიეცა ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი