ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურმა სომხეთში გამართული კიოკუშინ კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებულებთან შეხვედრა გამართა.
ერევანში გაიმართა სომხეთის კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატი „კიოკუშინი“, რომელშიც ნინოწმინდის სპორტული სკოლიდან ოთხი კონკურსანტი მონაწილეობდა: ვალიკო პოღოსიანი (ჯიგრაშენი), იენოკ ბდოიანი (კათნატუ), არსენ კიურეღიანი (გორელოვკა), ჰაიკ მანუკიანი (ნინოწმინდა).
„ტურნირში მონაწილეობა მიიღო 260-ზე მეტმა სპორტსმენმა სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ წარმოვადგენდით საქართველოს. ნინოწმინდელმა სპორტსმენმა იენოკ ბდოიანმა 16-17 წლის კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა, 13 წლამდე ჰაიკ მანუკიანმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 16-17 წლის კატეგორიაში ვალიკო პოღოსიანი მესამე ადგილზე გავიდა. ჩვენი სპორტსმენები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებითა და საპატიო თასებით დაბრუნდნენ. ფინანსურად დაგვეხმარა საქართველოს კიოკუშინ კარატეს ფედერაცია“, - განაცხადა მწვრთნელმა სამველ დარბინიანმა.
ნინოწმინდის მერმა ანი მოსოიანმა მადლობა გადაუხადა მწვრთნელებს და სპორტსმენებს და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა შეინარჩუნოს მიღწევები სპორტში. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაპანიანი, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.