თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. ამჯერად, კახა კალაძემქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 51 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.
„კიდევ 51 ოჯახი გავაბედნიერეთ - საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადავეცით. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ელოდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას და მიხარია, რომ დღეს, ხარების დღესასწაულზე ისინი გავახარეთ.
ფართების დაკანონება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს. ეს ჩემი მერობის პირველი ვადის საარჩევნო დაპირება იყო და ვასრულებთ კიდეც. უკვე ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. მომავალში ყველას დავეხმარებით, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, თავისივე რაიონის გამგეობას უნდა მიმართოს, სადაც შესაბამისი დოკუმენტების შეგროვებაშიდაეხმარებიან.
„300 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართია უკვე გადაცემული, როგორც კერძო საკუთრება და დაკანონებულია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც აქ წლებია ცხოვრობენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერთან ერთად, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის პროცესს გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონების გამგებლები და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.