პრემიერ-მინისტრი გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
07-04-2022, 14:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონულ დირექტორს მირიანა სპოლიარიჩ ეგერს შეხვდა.

 


შეხვედრაზე საუბარი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს გაეროს განვითარების პროგრამის წვლილს საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანია UNDP-ის მხარდაჭერა COVID 19-ის პანდემიის პროცესში და გარემოს დაცვის სფეროში.

 


ხაზი გაესვა გაეროს განვითარების პროგრამის წვლილს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ამ კუთხით აღინიშნა გაეროს განვითარების პროგრამის წვლილი ადამიანის უფლებათა ახალი, 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში.

 


ყურადღება გამახვილდა UNDP-ის დახმარებაზე საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის კუთხით. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა წლების განმავლობაში წარმატებული იყო და მომავალშიც გაგრძელდება.

 


შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გაეროს მხარდაჭერას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული ოჯახების მიმართ, ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული ჰუმანიტარული პროექტების მეშვეობით.

 


საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ქვეყანას ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, მათ შორის ყველა საერთაშორისო ფორმატში. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანეს როლს ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი