ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
07-04-2022, 15:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან ვოკკე ჰოქსტერთან. მინისტრები მიესალმნენ ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს, 30 წლისთავს და დადებითი შეფასება მისცეს ამ დროის განმავლობაში ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობას.

 


საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს საქართველოს მხარდაჭერისთვის, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

 


ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიდერლანდების სურვილი, რომ გააძლიეროს თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, რაც აისახა კიდეც ნიდერლანდების საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დოკუმენტში. ასევე აღინიშნა საქართველოს წარმატება, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათ შორის საუბარი დაეთმო ევროკავშირის წევრობის განაცხადს და ქართული მხრიდან გამოითქვა იმედი, რომ ნიდერლანდები მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ ასპირაციას.

 


მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში აქტიური ჩართულობისთვის, რაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ადგილზე სტაბილურობის უზრუნველყოფის და ესკალაციის პრევენციისთვის.

 


მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის მაღალი დონის კავშირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს შორის კომუნიკაციის მაღალ დინამიკას. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიდერლანდელი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი