რუსაპეტა კალაძეს უნდა გავცეთ მარტივი პასუხი და საზოგადოებას შევახსენოთ,რომ მისი ერთი ხელმოწერით ორას ორმოცი მილიონი ლარი გადავურიცხეთ რუსებს, როცა დავმარცხდით საერთაშორისო არბიტრაჟში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი პარტიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს და კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.
კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას შესახებ თქვა, რომ კაცობა და ღირსება ნიკა მელიას ძლიერი მხარე არ არის და იგი დღეს „სააკაშვილის ხელის ბიჭია“.
„არ დაგვავიწყდეს „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და არ დაგვავიწყდეს ასევე, ის ას სამოცდაათი მილიონი ლარი, რომელიც უკრაინასთან ომის პირობებში გადასცა ფაქტობრივად რუსებს ჩვენი ვალის ხარჯზე. ჩვენმა მოსახლეობამ, ჩვენ, ჩვენმა შვილებმა უნდა გადაიხადონ ეს ას სამოცდაათი მილიონი ლარი, რომლითაც ფაქტობრივად რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში კალაძე აფინანსებს რუსებს.
ამასობაში ვაჟკაცობაზე, კაცობაზე ლაპარაკი იმ ადამიანისგან, რომელმაც ფაქტობრივად გაძარცვა დედაქალაქი და მონოპოლიები შექმნა ქალაქის ურბანული მიმართულებით, ცხადია, აბსოლუტურად ალოგიკურია. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა კალაძემ ყველას კარგად ანახა საკუთარი თავი უზრდელობით, გამოქანებებით, სიგრძე-სიგანით, გეყოფათ, სადღაც ნაძვის ხეზე დაგკიდებთ და ამ აგრესიული რიტორიკით. მე მესმის, კალაძეს კაცობა ჰგონია, როცა შვიდ სულ ქურდს დაინახავს, აღიგზნება ამით, ბედნიერია, კმაყოფილია, არადა რეალურად, ხომ კარგად ვიცით მისი და კრიმინალური ავტორიტეტების ურთიერთობა რაში მდგომარეობდა, მუდმივად ფულის შეწერით იყვნენ დაკავებული როცა ის ფეხბურთს თამაშობდა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ასეთი მიმართულებით, სადაც ძალიან სუსტია კალაძე, ურჩევნია, რომ უბრალოდ დადუმდეს და ჩუმად იყოს“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.