საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რუსთავში, მეგობრობის გამზირის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურს განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამის, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, რუსთავში სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. აღნიშნული პროგრამით რუსთავში 40 მილიონი ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული.
„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, რუსთავში გათვალისწინებულია მეგობრობის გამზირის და მერიის წინ არსებული მოედნის რეაბილიტაცია. პროექტის შედეგად, 12 შენობის რეაბილიტაცია განხორციელდება.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ პრემიერ-მინისტრთან საუბარში აღნიშნა, მეგობრობის გამზირზე სრულდება შენობების კეთილმოწყობა, გადახურვა, საინჟინრო ქსელების მოწყობა. გათვალისწინებულია ლიფტების მოწესრიგება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ასევე ქალაქის შემოსასვლელისა და თამარ მეფის სახელობის მოედნის განახლება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე ქუჩას და სკვერს. ამ დროისთვის პირველი ფაზის სამუშაოების 70 პროცენტი დასრულებულია.
პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და პარლამენტის წევრი ლექსო დალაქიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.