ვფიქრობ, არ არის საინტერესო, უადგილოა და საერთოდ, ვფიქრობ, ამ თემაზე ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება არასწორი იქნებოდა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაური რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი მარნეულში გააკეთა, სადაც სოფელ ქუთლიარის ახალი საჯარო სკოლა დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.