ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, ჰუმანიტარულ დონეზე, ტვირთები გავაგზავნოთ, ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი მეგობრების მიმართ, 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და ეს პროცესი გაგრძელდება.
„კიდევ და კიდევ უდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, ჰუმანიტარულ დონეზე, ტვირთები გავაგზავნოთ, ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, ჩვენი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, დავადასტურეთ, 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ასევე დაუსვეს კითხვა ალექსი არესტოვიჩის განცხადებაზე, თუ რატომ არ მოახდინეს მოსახლეობის ევაკუაცია.
„ძალიან მძიმე განსაცდელი უდგათ, ომში არიან და ყველა განცხადების კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.