თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის თერჯოლის მონაკვეთი ნახევარ საათში გაიხსნება. როგორც guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ განუცხადა, ათმეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მდინარე ჩხარას ადიდების გამო, მეორედ გადაიკეტა, მთლიანად აღდგენილია.
„დავასრულეთ ყველანაირი სამუშაო ამ ათმეტრიან მონაკვეთზე. მოგეხსენებათ, ძლიერმა წვიმამ ერთხელ უკვე აღდგენილი მაგისტრალი დაგვიზიანა. სამუშაოები მიმდინარეობდა ინტენსიურად და ზუსტად ნახევარ საათში ჩვენ ამ მონაკვეთს გავხსნით. შესაბამისად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე მოძრაობა სრულად იქნება აღდგენილი“ - განმარტა ჯაფარიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.