ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს დღეს, პირადად ვიქნები ჩართული, გავაკონტროლებ ამ პროცესს
11-04-2022, 11:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს დღეს, პირადად ვიქნები ჩართული, გავაკონტროლებ ამ პროცესს და

შევსებულ კითხვარს მაქსიმალურად მოკლე დროში მივაწვდით ბრიუსელს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო წლებში, ევროკავშირთან ურთიერთობაში მიღწეული ყველა პროგრესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება.

 

 

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგში იმყოფება, სადაც შეხვდება ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც ბატონ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს. ამით ჩვენ რეალურად ახალ ეტაპზე გადავდივართ. მას შემდეგ, რაც მოვაწერეთ ხელი, წარვადგინეთ აპლიკაცია წევრობაზე, განაცხადი, პროცესი დაწყებულია, ჩვენ ახლა მივიღებთ ამ კითხვარს. ამ პროცესს სჭირდება მაქსიმალური ჩართულობა ყველა უწყების მხრიდან. მე პირადად ვიქნები ჩართული და გავაკონტროლებ ამ პროცესს. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მივაწოდოთ აღნიშნული შევსებული კითხვარი ბრიუსელს. მე აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა ის სიკეთე, პროგრესი, რომელიც მიღწეულ იქნა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაში, არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, მმართველი პარტიის დამსახურება, დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე წევრობაზე ოფიციალური განაცხადი, ეს ყველაფერი სწორედ „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. აი ამ პასუხისმგებლობით, მივიღებთ რა ამ კითხვარს, ჩავერთვებით და მაქსიმალურად მოკლე დროში წარვადგენთ შევსებულ დოკუმენტაციას. მოლოდინი მაქვს, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება პარლამენტთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც ამ პროცესში თავის წვლილს შეიტანენ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი