ნიგერიაში ტერაქტების შედეგად დაიღუპა მინიმუმ 30 და დაშავდა 80-მდე ადამიანი. "ბიბისის" ცნობით, აფეთქება ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ იოლას ბაზრის ტერიტორიაზე, საღამოს საათებში მოხდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, არცებობს ეჭვი, რომ აფეთქება „ბოკო ჰარამის“ მიერ არის ორგანიზებული, რომელმაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე ტერაქტი უკვე მოაწყო. ამ ტერაქტების შედეგად ბოლო სამ თვეში 800 ნიგერიელზე მეტი დაიღუპა.
მიმდინარე წლის მარტში, დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფოს" ერთგულზებაზე დაიფიცა. აღსანიშნავია, რომ "ბოკო ჰარამის" ტერორისტები თავდასხმებს ნიგერიის, ჩადისა და ნიგერის ტერიტორიაზე ახორციელებენ. ისლამისტები ცდილობენ აღნიშნულ სახელმწიფოთა ტერიტორიების ხარჯზე საკუთარი სახელმწიფო ჩამოაყალიბონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.