ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მივმართავ ჩვენს შრომისუნარიან, აქტიურ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში 20 000-მდე აპლიკაციაა შემოსული და კიდევ უფრო მეტი უნდა შემოვიდეს
11-04-2022, 11:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო, მივმართო ჩვენს შრომისუნარიან, აქტიურ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ინტენსიურად ერთვებიან დასაქმების პროგრამაში, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში 20 000-მდე აპლიკაციაა შემოსული, მათი მზაობა არის დაფიქსირებული და კიდევ უფრო მეტი უნდა შემოვიდეს, ჩვენი მიზანი საბოლოოდ არის ის, რომ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2-3 წლის განმავლობაში ეს მიზნობრივი მაჩვენებელი მიღწევადია.

 

 

„200 000 საზოგადოებრივი სამუშაო ადგილი - ეს შეიძლება წელს ვერ მოესწროს, მაგრამ 2-3 წლის განმავლობაში ეს მიზნობრივი მაჩვენებელი არის მიღწევადი, მე ვფიქრობ. წელს დიდი სურვილი გვაქვს, რომ 50 000 ადამიანი დავასაქმოთ. ახლა ვიწყებთ მშენებლობების მასშტაბურ პროექტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის სხდომის შემდეგ მინისტრებთან ერთად, სამინისტროების მიხედვით გავივლით ჩვენ იმ პროექტებს, რომლებიც გვაქვს დაგეგმილი და შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, მეტი მოთხოვნა გაჩნდება და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ჩავერთოთ ამ პროგრამაში,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი