კონსულტაციები გვაქვს სხვადასხვა ინვესტორებთან, გვინდა რომ დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები, გვაქვს გეგმა, რომ მათ შორის სახელმწიფომაც მიიღოს ნაწილობრივი მონაწილეობა დიდი პროექტების განხორციელებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკა იზრდება და თუ შევადარებთ კოვიდამდელ, 2019 წლის პერიოდს, ტურიზმი დაახლოებით 80-90%-ით არის აღდგენილი.
„ეკონომიკა იზრდება, ტურიზმის მატება გვაქვს, 1-2 კვირაში საბოლოო მონაცემები გამოვა და ამის თაობაზე მოგახსენებთ. ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ თუ შევადარებთ კოვიდამდელ, 2019 წლის პერიოდს, დაახლოებით 80-90%-ით არის აღდგენილი. ექსპორტი იზრდება, ახლა ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სხვადასხვა ინვესტორებთან, ჩვენ გვინდა რომ დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები, მათ შორის სახელმწიფოს ჩართულობით, ამის თაობაზე ძალიან მალე მოგახსენებთ. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მათ შორის სახელმწიფომაც მიიღოს ნაწილობრივი მონაწილეობა დიდი პროექტების განხორციელებაში “,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.