შალვა ნათელაშვილი: ღარიბაშვილით აღშფოთებას თუ სალომე ზურაბიშვილით აღფრთოვანებას თავი დაანებეთ, ივანიშვილია მათ უკან მიმალული
11-04-2022, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღარიბაშვილით აღშფოთებას თუ სალომე ზურაბიშვილით აღფრთოვანებას თავი დაანებეთ და ნუ შეგყავთ ხალხი კიდევ ერთხელ შეცდომაში. ივანიშვილია მათ უკან მიმალული და აღმართული სატევარით საქართველოზე, - მიმართავს მასმედიას „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

 


„კიდევ ერთხელ ჩემი თხოვნაა განსაკუთრებით ოპოზიციური მედიის მიმართ, რომ ღარიბაშვილით აღშფოთებას თუ სალომე ზურაბიშვილით აღფრთოვანებას თავი დაანებეთ და ნუ შეგყავთ ხალხი კიდევ ერთხელ შეცდომაში. ივანიშვილია მათ უკან მიმალული და აღმართული სატევარით საქართველოზე. უბრალოდ მან დაავალა ღარიბაშვილს პუტინის გულის მოფხანა, ხოლო ზურაბიშვილს დასავლეთის დათრობა ატლანტიკური ეიფორიით.

 


მიზანი? ძველებურად სრულად შეინარჩუნოს პოლიტიკური დიქტატურა და საკუთარი მილიარდები სიტუაციის ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში. მოიგებს პუტინი? ეტყვის, აგერ თქვენთან ვიყავი, არა თუ სანქციებს არ შევუერთდი, არამედ გავხსენი კონტრაბანდული არხი თქვენი ომის წარმატებისათვის. მოიგებს, დასავლეთი? ეტყვის, აგერ ჩემგან დანიშნულ--კონტროლირებადი პრეზიდენტის პირით თქვენს მხარდასაჭერ განცხადებებს ვაკეთებდი, მეტი რა შემეძლოო.

 


თუ დამთავრდა ომი 50-50-ზე, აქაც მზადა აქვს რეცეპტი, დასავლეთს ეტყვის, აგერ, ჩემს რეჟიმს თუ არ შემანარჩუნებინებთ, პრორუსული ძალები მოვლენ და საქართველოს საერთოდ დაკარგავთო. ამ დროს ყველა ეს მოსკოვური ჯგუფი თუ პარტია, რა თქმა უნდა, მისი შექმნილ-დაფინანსებულია. კრემლს კვლავ დაარწმუნებს, რომ მის გარეშე ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდებიან სააკაშვილი და ნაცები. ამასობაში საქართველო შაგრენის ტყავივით გააგრძელებს განლევის უკანასკნელ ეტაპსაც ისე, რომ ამ ქვეყანაში არა თუ ივანიშვილის დანაშაულებრივ ჯგუფზე პასუხის მომთხოვნი ძალები, არამედ ხალხიც აღარ დარჩება, გარდა ქოცბანდების თუ ღრმად გადაადგილება შეზღუდული მოხუც-ინვალიდებისა. ომიც დამთავრდება, პუტინიც წავა, ცხოვრებაც გაგრძელდება, მაგრამ საქართველო როგორც სახელმწიფო შეეწირება ივანიშვილის მაფიოზურ ოჯახს. ეს საფრთხე ყველა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნისა უნდა გააცნობიეროს და ამაშია სწორედ საშველი“, - წერს ნათელაშვილი „ფეისბუქში“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი