ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საგამოძიებო სამსახური შესულია 46 ქოლცენტრში, სადაც იკვეთება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას
11-04-2022, 15:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქოლცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობას განსახილველად წარედგინება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 


როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ლეგალურად მოქმედებს ბევრი ქოლცენტრი, რომელიც ემსახურება საერთაშორისო, დიდ კომპანიებს. ამავე დროს, გამოიკვეთა ქოლცენტრებიც, რომლებიც არალეგალურ საქმიანობას ეწეოდნენ.

 


„ქვეყანაში მოქმედებს ბევრი ქოლცენტრი, რომელიც ლეგალურად საქმიანობს და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიას ემსახურება. მათ შორის არიან Amazon-ი და სხვა კომპანიები, თუმცა, ასევე, გამოიკვეთა ქოლცენტრებიც, რომლებიც შესაძლოა კანონდარღვევით მუშაობდნენ. ამ მიმართულებით არსებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესულია 46 ქოლცენტრში, სადაც იკვეთება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას. აღნიშნულ ქოლცენტრებს, ბუნებრივია, შეჩერებული აქვთ საქმიანობა. გარდა ამისა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და საგადასახადო შემოწმებები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 


მისი თქმით, ე.წ ქოლცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი და უკვე გამოიკვეთა საჭიროება, რათა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება იმისთვის, რომ მომავალში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი