12 აპრილს, თბილისში, იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან ოფიციალური სტუმრები იუნესკოდან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან, ასევე, იმ ქალაქების მერები და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე იყვნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები ან მომავალში იქნებიან.
შეხვედრაზე განხილული იქნება წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის მიერ 2001 წლის შემდეგ გავლილი გზა, მიღებული შედეგები და სამომავლო გეგმები.
სამომავლოდ, ქსელი, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მიღების მსურველ ქალაქებს, არა მხოლოდ წარსადგენი აპლიკაციის მომზადებაში დაეხმარება, არამედპროექტის განხორციელებისას გაუწევს კონსულტაციას. აღნიშნული ინიციატივა მომართული იქნებაწიგნის დედაქალაქებს შორის გამოცდილებისა და იდეების გაცვლაზე, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და პარტნიორობის ხელშეწყობაზე, წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე.
იუნესკოს მიერ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის დაარსებიდან დღემდე, ამ სტატუსს სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის 23 ქალაქი ატარებდა, თუმცა, ამ დროის განმავლობაში, მსგავსიძირეული რეფორმა არ განხორციელებულა.
იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბოლო აქტივობა იქნება. მიმდინარე წლის 23 აპრილს, ამ სტატუსს მექსიკის დედაქალაქი გვადალახარა გადაიბარებს, 2023 წელს კი, წიგნის მსოფლიო დედაქალაქი განას დედაქალაქი, აკრა იქნება.
შეხვედრას უმასპინძლებს სასტუმრო „სტამბას“ საკონფერენციო დარბაზი.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.