„სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ გუნდმა ნინოწმინდის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს პროექტის გეგმები წარუდგინა
11-04-2022, 15:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ გუნდმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების - მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს „მონაწილეობითი ბიუჯეტირება მოქალაქეთა ინტერესების დაცვისთვის“ პროექტის სამომავლო გეგმები და აქტივობები წარუდგინა.

 


„მონაწილეობითი ბიუჯეტირება მოქალაქეთა ინტერესების დაცვისთვის“ - ასე ქვია პროექტს, რომელსაც „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ახორციელებს.

 


დღეს, 11 აპრილს, პროექტის სამომავლო გეგმები და აქტივობები „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ გუნდმა ადგილობრივი თვითმმართველობის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს წარუდგინა.

 


პროექტის მიზანია ნინოწმინდაში, ხელი შეუწყოს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების (ქალები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები) გაძლიერებას, გადაწყვეტილების მიღებისა და მონიტორინგის პროცესებში მათ ჩართულობას, ადგილობრივ ბიუჯეტში მათი საჭიროებების ასახვას.

 


ამ მიზნის მისაღწევად, ნინოწმინდაში შეიქმნა 15 მოქალაქით დაკომპლექტებული „სამოქალაქო ჩართულობის ჯგუფი“, რომლის ჩართულობით დაიწყება ადვოკატირების კამპანიები.

 


იგეგმება შეხვედრები მოსახლეობასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

 


ადგილობრივი მედიის საშუალებით, მოსახლეობის, ხელისუფლების და ნინოწმინდაში წარმოდგენილი პოლიტიკური აქტორების ჩართულობით იგეგმება სატელევიზიო დისკუსიების და ვიდეო რეპორტაჟების მომზადება ქართულ და სომხურ ენებზე.

 


განხორციელდება მონიტორინგი - რამდენად აისახა ნინოწმინდის ადგილობრივ ბიუჯეტში მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები და რამდენად სრულდება ადგილობრივ თვითმმართველობაში წარმოდგენილი პოლიტიკოსების მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები.

 


პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ნინოწმინდაში ადგილობრივ ბიუჯეტში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების საჭიროებების ასახვას და მონაწილეობითი ბიუჯეტირების განვითარებას.

 


მერმა ანი მოსოიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვაჰან აროიანმა ხაზი გაუსვეს პროექწტის მნიშვნელობას, გამოთქვეს მზადყოფნა მხარი დაუჭირონ შემდგომ შეხვედრებს.

 


პროექტი ხორციელედება ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მხარდაჭერით.

 

 

ინფორმაცის ნინოწმინდის მერია ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი