სამგორის რაიონში თანამედროვე სტანდარტების ორი საბავშვო ბაღი შენდება
12-04-2022, 11:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედაქალაქში საბავშვო ბაღების მშენებლობა გრძელდება. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ სამგორის რაიონში, კერძოდ, ლილოსა და ე.წ. აფრიკის დასახლებებში მიმდინარე ბაღების მშენებლობა სამგორის რაიონის გამგებელთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა.

 


ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე 12-ჯგუფიანი ბაღი შენდება, სადაც 350- მდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებასდა დასაქმდება 70 მოქალაქე. პროექტის ღირებულება 4 200000 ლარია.

 


საქართველოში ყველაზე დიდი საბავშვო ბაღი ე.წ. აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზეშენდება. ბაღში 15 სააღმზრდელო ჯგუფი განთავსდება და 80-მდე ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, უბანში ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

 

 

ახალი ბაღები ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აშენდება - შენობები იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის, აღჭურვილი იქნება სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით. აღნიშნული ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტში 5 373000 ლარია გათვალისწინებული.

 

 

„სამგორის რაიონის ამ ორ უბანში მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ახალი ბაღების მშენებლობაა. 12 და 15-ჯგუფიანი ბაღების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 800-მდე ბავშვი შეძლებს ჩვენი სერვისების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს არსებულ მდგომარეობას“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

 

 

ახალი ბაღების მშენებლობა სამგორის რაიონშიმიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, აღსაზრდელებს კი ორივე დაწესებულება 2023 წლის იანვრიდან მიიღებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი