დიდუბის რაიონის გამგეობა, გორის ქუჩის N4-ში მდებარე ორსართულიანი ავარიული საცხოვრებელი შენობის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს.
აღნიშნულ მისამართზე, სადაც 14 ოჯახი ცხოვრობს, პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკველის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება. ასევე, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება, შეიცვლება დაზიანებული ფანჯრები.
საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის პერიოდში, დიდუბის რაიონის გამგეობას მოსახლეობა ქირით ჰყავს გაყვანილი.
პროექტის მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან, ირმა ზავრადაშვილთან და გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გორის ქუჩის N4-ში მდებარე საცხოვრებელი შენობის გამაგრების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დავითი“ ახორციელებს. სამუშაოების განხორციელებისთვის 630 800 ლარია გამოყოფილი.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.