თბილისში წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართა
12-04-2022, 15:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იუნესკოს, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად იმ ქალაქების მერები და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც უკვე იყვნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები ან მომავალში იქნებიან.

 


ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

 


შეხვედრაზე განიხილეს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის მიერ 2001 წლის შემდეგ გავლილი გზა, მიღებული შედეგები და სამომავლო გეგმები.

 


სამომავლოდ, ქსელი, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მიღების მსურველ ქალაქებს, არა მხოლოდ წარსადგენი აპლიკაციის მომზადებაში დაეხმარება, არამედ პროექტის განხორციელებისას გაუწევს კონსულტაციას. აღნიშნული ინიციატივა მიმართული იქნება წიგნის დედაქალაქებს შორის გამოცდილებისა და იდეების გაცვლაზე, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და პარტნიორობის ხელშეწყობაზე, წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე.

 


იუნესკოს მიერ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის დაარსებიდან დღემდე, ამ სტატუსს სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის 23 ქალაქი ატარებდა, თუმცა, ამ დროის განმავლობაში, მსგავსი ძირეული რეფორმა არ განხორციელებულა.

 


იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბოლო აქტივობა იქნება. მიმდინარე წლის 23 აპრილს, ამ სტატუსს ქალაქი გვადალახარა გადაიბარებს, 2023 წელს კი, წიგნის მსოფლიო დედაქალაქი განას დედაქალაქი, აკრა იქნება.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

 


ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი