12 აპრილს, კახეთის რეგიონში, კერძოდ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სეტყვასაშიში ღრუბლის მასების გააქტიურება შეინიშნებოდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 5 მმ-ს შეადგენდა.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, დამუშავდა დაახლოებით 41 კმ2 ტერიტორია და განეიტრალდა ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესი.
„დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტში 24-საათიანი მონიტორინგის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.