ხელისუფლებავ! საკუთარი თავის მტრები ხართ თუ სრული იდიოტები???!!! რას აკეთებთ, თუ გესმით როგორ უმძიმეს პოლიტიკურ და მორალურ შეცდომას უშვებთ, რაც უწინარესად, სწორედ ნაცების ინტერესებში შედის???!!! კობახიძე, შე პოლიტიკურად ბეცო და უმეცარო, პოლიტიკა იურისპრუდენცია არ არის, სადაც კანონის აღსრულებაა მთავარი, "ცივსისხლიანად", ყოველგვარი განცდების და ემოციების გარეშე!!!
ელემენტალური ლოგიკის ცოდნა და მოვლენების სწორი ანალიზია საჭირო იმისთვის, რომ მარტივად მიხვდეთ თქვენი პოზიციების აბსურდულობას უკრაინასთან მიმართებით, რაც უკრაინის მეგობარ საქართველოს უკრაინის მტერ რუსეთთან "ერთ სიბრტყეში მოიაზრებს"!!!
"ცალფაზიანი" ქოცებისათვის...
24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, 3 მხრიდან შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და ფართომასშტაბიანი
ომი დაიწყო მის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ამ წუთებშიც ნადგურდება უკრაინის ქალაქები და იღუპება ათასობით უკრაინელი, მშვიდობიანი მოსახლეობა!
უკრაინაში მიმდინარე ომს რუსეთი ცინიკურად უწოდებს - "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას"!
უკრაინასთან ომის დაწყებამდე, რუსეთმა მას წაუყენა 4 "წინაპირობა":
1) უკრაინის "დენაციფიკაცია"!
2) უკრაინის დემილიტარიზაცია!
3) უკრაინის მიერ, ყირიმის ცნობა რუსეთის ნაწილად და დონბასის ორი "სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება"!
4) უკრაინის ნეიტრალიტეტი!
ამ 4 "წინაპირობის" შესრულების შემთხვევაში, რუსეთი "პირდებოდა" უკრაინას, რომ ომს არ დაიწყებდა!
ამ ფაქტის შეხსენება იმიტომ დამჭირდა, რომ მიხვდეთ, იმ სამხედრო-პოლიტიკურ მოცემულობაში, როდესაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო ყველანაირად მხარს უჭერს რუსულ მონსტრთან მებრძოლ უკრაინას - საქართველო რუსეთთან ერთად(!), ერთადერთი(!) ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში მყოფ უკრაინას - უყენებს "წინაპირობებს"!!!!!!!
დიახ! გუშინ და დღეს, თქვენი პარტიის თავმჯდომარე კობახიძემ, განაცხადა, რომ - უკრაინაში საქართველოს ხელისუფლება ვიზიტს განახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ხელისუფლება შეასრულებს(!) საქართველოს ხელისუფლების მიერ წაყენებულ "წინაპირობებსო"!!!
კობახიძემ ჩამოთვალა "წინაპირობები", იმ ქართველი კრიმინალების გვარები, რომლებიც უკრაინის სახელმწიფო სამსახურში არიან დასაქმებულები და უკრაინის ხელისუფლებას მოსთხოვა(!) მათი განთავისუფლება დაკავებული თანამდებობებიდან:
1) რუსთავის ციხის პატიმარი სააკაშვილი - უკრაინის რეფორმათა საბჭო!
2) ადეიშვილი - უკრაინის პროკურორის თანაშემწე!
3) ლორთქიფანიძე - უკრაინის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი!
და, რაც მთავარია(?!?!?!)
4) დავით არახამია - უკრაინის რადაში მმართველი პარტიის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში!!!
პ.ს. ცალტვინა ქოცებო! ნაცხროვის ბელადის და მისი ხელქვეითების დასჯისთვის უკეთესი დრო ვერ შეარჩიეთ?! რა, აქამდე არ იცოდით, რომ ეს პრობლემა არსებობდა?!
ამ საკითხის "წამოწევა და გადაწყვეტის" მოთხოვნა, თანაც "გაგანია ომში" მყოფი მეგობარი ქვეყნისთვის, არის თუ არა უმძიმესი შეცდომა, მეტიც, მავნებლობა და დანაშაული?!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.