GUARDIAN.GE - უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის ყველაზე მთავარი პრორუსი პოლიტიკოსი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირე, ვიქტორ მედვედჩუკი დააპატიმრა. მედვედჩუკი, რომელიც ხელმძღვანელობდა პარტიას ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის და რომელიც მხარს უჭერდა რუსეთთან მჭიდრო კავშირებს, თავდაპირველად 2021 წელს დააკავეს ღალატისა და ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით.
67 წლის მედვედჩუკი ბრალდებებს უარყოფს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
მედვედჩუკი, რომელმაც პუტინი მისი შვილის ნათლიად გამოაცხადა, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომლის ქონება ასობით მილიონ დოლარად არის შეფასებული. ის ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს რუსეთში. უკრაინამ მედვედჩუკს სანქციები დაუწესა 2021 წლის თებერვალში, გაყინა მისი აქტივები და რუსული პროპაგანდის ხელშეწყობის ბრალდებით მაუწყებლობა გაუთიშა მის კუთვნილ სამ ტელევიზიას.
მოგვიანებით მას ბრალი წაუყენეს და სასამართლო პროცესის მოლოდინში 24-საათიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, საქმის მოსამართლემ მედვედჩუკს გირაოს გადახდა დააკისრა და შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა. ღალატში ეჭვმიტანილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე გაიქცა, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა მისი დაკავება მოახერხა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთს მისი დატყვევებულ უკრაინელებში გაცვლა შესთავაზა.
მედვედჩუკს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 2014 წელს უკრაინაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.