ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდა
13-04-2022, 11:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდა.

 

 

მხარეებმა განიხილეს საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა ეუთო-ს ინსტიტუტებთან. განსაკუთრებულად აღინიშნა თანამშრომლობის აქტიური დინამიკა HCNM-ის ოფისთან.

 

 

პრემიერის თქმით, საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტური განხორციელება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისივე განცხადებით, HCNM-ის ოფისის აქტიური ჩართულობით შექმნილი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, მიზნად სწორედ ყველა მოქალაქისთვის, ეთნიკური, რელიგიური, თუ სხვა ჯგუფის წარმომადგენლობის მიუხედავად, თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ისახავს.

 

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მოწოდებულია დაიცვას ადამიანის უფლებათა მაღალი საერთაშორისო სტანდარტები და გამოიყენოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. მთავრობის მეთაურმა უმაღლეს კომისარს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის პროცესში.

 

 

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და HCNM-ის ოფისის წარმატებული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია განათლების სექტორი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას მშობლიურ ენებზე, აგრეთვე, სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის სხვადასხვა მექანიზმებს შორის აღინიშნა უმცირესობების ენებზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია და მედია, ფართომასშტაბიანი ცნობიერების ამაღლების კამპანიები სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა.

 

ყურადღება დაეთმო ეუთო-ს ღირებულ ჩართულობას საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. საუბარი აგრეთვე შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეუთო-ს მხრიდან უფროსი მრჩეველი მარკ ფუმაგალი, პირადი მრჩეველი - ჯაზირა კულ-მუჰამედი და პროგრამის კოორდინატორი ნინო გოგოლაძე, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი