თბილისის მერმა კახა კალაძემ ძლიერი ქარის დროს, ხის დაცემის შედეგად გარდაცვლილი ტატიანა პავლოვნას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
თბილისის მერმა გუშინდელ სტიქიაზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და გამგეობების წარმომადგენლებს საგანგებო რეჟიმში მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„გუშინდელ ძლიერ ქარს მოყვა დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხეებისა და ნარგავების მოთხრა, სახურავების გადახდა, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ სტიქიას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. რა თქმა უნდა, ყველაფრის აღდგენა და გამოსწორება შესაძლებელია, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, მაგრამ სამწუხარო და გულდასაწყვეტია, როდესაც ფიქსირდება ადამიანის გარდაცვალება.მინდა, ათივე რაიონის გამგებელს მოვუწოდო, მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ. დღესაც მოსალოდნელია ქარი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა გაგრძელდეს საგანგებო რეჟიმში, ისევე როგორც გუშინ. მთელი ღამის განმავლობაში იყო შემოსულიზარები, ადგილზე ხდებოდა ჩვენი სამსახურების გასვლა და დღესაც მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ ამ მიმართულებით და მაქსიმალური თანადგომა აღმოვუჩინოთ ადამიანებს, დავეხმაროთ დაზარალებულ მოსახლეობას, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.