თბილისში წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართება
13-04-2022, 11:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე კვირაში, თბილისში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ბოლო, შემაჯამებელი ღონისძიებები იმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, მომავალ კვირას, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის საპატიო სტატუსს თბილისი მექსიკის ქალაქ გვადალახარას გადასცემს.

 


„უკვე ერთი წელი შესრულდა, რაც თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია. პანდემიის მიუხედავად, ასამდე პროექტი განხორციელდა, რომელშიც ათასობით ადამიანი იყო ჩართული. წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრის ფარგლებში, ვმასპინძლობთ ოფიციალურ სტუმრებს იუნესკო-დან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან, ასევე, იმ ქალაქების მერებს და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე იყვნენ იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები ან მომავალში იქნებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერის თქმით, 14 აპრილს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება.

 


„14 აპრილს ყველას გიწვევთ დედაენის ბაღში, სადაც ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები ჩატარდება. ასე რომ, ყველას გელით დედაენის ბაღში. 14 აპრილს ერთად ვიზეიმოთ ქართული ენის დღე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებაზე ქართულ ენასთან და 1978 წლის მოვლენებთან დაკავშირებულ თემებზე საინტერესო საუბრები გაიმართება. ასევე, ბავშვებისთვის მოეწყობა სპეციალური გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. ბაღში თემატური აუდიო და ვიზუალური ინსტალაციები განთავსდება.

 


ღონისძიება 13:00 საათიდან დაიწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი