შსს 22 თებერვალს გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
20-02-2014, 19:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

22 თებერვალს, მცხეთაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეების უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად გარკვეული შეზღუდვები დააწესა. შეზღუდვები, მამა გაბრიელის საფლავის გახსნას უკავშირდება, რადგან ვარაუდობენ რომ აღნიშნულ პროცესზე დასწრების მსურველთა რაოდენობა დიდი იქნება.

 

 

ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და დეტალურად აღწერს რა შეზღუდვები იქნება დაწესებული.

 

 

1. 22 თებერვლის 09:00 საათიდან 24 თებერვლის 12:00 საათამდე:

 


ა) თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრიდან (გლდანის ხიდები, ძველი ავტ. ბაზრობის ჩასახვევი) დასავლეთის მიმართულებით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის მოძრაობა აკრძალული იქნება.

 

 

ბ) ასევე გადაიკეტება ქალაქ მცხეთაში შესასვლელი და გამოსასვლელი ყველა შემოვლითი გზა;

 


გ) თბილისიდან დასავლეთში მიმავალი ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება ავჭალა-ზაჰესი-მცხეთის შემოვლითი გზით ისარგებლებს (გლდანის ხიდები- ძველი ავტ. ბაზრობის ჩასახვევიდან).

 


დ) დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება ცენტრალურ მაგისტრალზე შეუფერხებლად იმოძრავებს.

 

 

2. შაბათ-კვირას, დილის 06:00 საათიდან მცხეთაში წამსვლელთათვის თბილისიდან უფასო ავტობუსები გავლენ - ვაგზლის მოედნის ("თბილისი ცენტრალის" წინ მდებარე ავტოსადგომიდან), მეტროსადგურ "დიდუბის" (ზედა გასასვლელი) და ჰიპერმარკეტ "გუდვილის" (დიდ დიღომში) მიმდებარე ტერიტორიიდან.

 

 

3. დასავლეთ საქართველოდან მცხეთაში ჩასვლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ თბილისში, "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერონ საკუთარი ავტომობილები და სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით გაემგზავრონ მცხეთაში;

 


4. ასევე სრული დატვირთვით იმუშავებს რკინიგზა თბილისი-მცხეთის მიმართულებით.

 


იმისათვის, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და პოლიციამ შეძლოს ხალხის ნაკადის მოწესრიგება, შინაგან საქმეთა სამინისტრო საფლავის გახსნის პროცესზე დასწრების მსურველებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, ხელი შეუწყონ მათ წესრიგის დაცვაში და პოლიციასთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედონ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი