კახა კალაძე: თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოქმედი ქსელის დახვეწისთვის საჭირო სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს
13-04-2022, 12:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელზე დაკვირვებას თბილისის მერია 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს, რათა აღმოიფხვრას მცირე ხარვეზები, რომელიც გამოვლინდება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებსა და მის შედეგებზე ისაუბრა.

 


„როგორც იცით, დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება.მოგეხსენებათ, გასულ წელს, საერთაშორისო ექსპერტებისჯგუფის მონაწილეობით, დასრულდა თბილისისსაზოგადოებრივი ტრანსპორტის კვლევა, რომელზედაყრდნობით, შესაბამისი სატრანსპორტო ნაკადებისა დამოქალაქეთა მობილობის საჭიროებათა გათვალისწინებით, დაიგეგმა დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტისქსელი, რომელმაც ერთ სატრანსპორტო და სატარიფოსისტემაში გააერთიანა აქამდე ერთმანეთისგან დამოუკიდებლადმოქმედი მიკროავტობუსები, ავტობუსების ქსელი დათბილისის მეტროპოლიტენი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


მისივე განცხადებით, რეფორმის ძირითადი ეტაპის შემდეგ, ახალი ქსელი სდანერგვამ შესაძლებელი გახადა გაზრდილიყო მისაწვდომობა საზოგადოებრივტრანსპორტზე, მათ შორის, ქალაქის სხვადასხვა რაიონშიიმ უბნების ქსელში ჩართვით, რომელსაც აქამდე არემსახურებოდა მუნიციპალური ტრანსპორტი.

 


„სამწუხაროდ, იყო ისეთი უბნები, ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდებოდა, ან ძალიან დიდი იყო მოცდის დრო - ერთი საათი უწევდათ მოქალაქეებს ლოდინი. ჯამში,საუბარია ამგვარ მიკროავტობუსის 46 და ავტობუსის 17 მარშრუტზე. ამავე მიზნით, დამატებით, დაგრძელდა 13 მარშრუტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერის თქმით, პირველი თებერვლიდან, ახალიმარშრუტების პარალელურად, ამოქმედდა სააბონემენტო სისტემა, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეები სარგებლობენ სხვადასხვა ვადიანი სააბონემენტო ბარათებით, მათი საჭიროების მიხედვით. გარდა ამისა, რეფორმის შედეგად, საათ-ნახევრიანი შეღავათიანი მგზავრობის ტარიფი გავრცელდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველასახეობაზე.

 

 

„რეფორმამ შესაძლებელი გახადა, მარშრუტების ოპტიმიზაციის შედეგად, მიგვეღოსტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალურიმოლოდინის დრო მოძრაობის პიკურ პერიოდში შემცირდა15 წუთამდე. ამ მიმართულებით, დღესაც მიმდინარეობს მუშაობა. კონკრეტულ ქუჩებზე სპეციალური ზოლები გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რათა მათ უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება და დროულად მისვლა დანიშნულების ადგილზე.ქსელის დანერგვის პარალელურად, უკვე დასრულდაავტობუსების და მიკროავტობუსების პარკის განახლება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა არსებული შეზღუდულიტევადობა, თუმცა, რეფორმის ეს საფეხურები, რა თქმაუნდა, არ არის ბოლო ეტაპი. იცით, რომ მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოვემსახუროთ და მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, პატარ-პატარა ხარვეზები, რომელიც ტრანსპორტის აღნიშნულქსელს აქვს, აუცილებლად გამოსწორდება.

 

 

„ამ ყველაფერს რატომ ვლაპარაკობ: ჩვენ დავიწყეთ ძალიან მასშტაბური რეფორმის განხორციელება. ცხადია, ყველა რეფორმას აქვს თავისი ხარვეზი და ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ ამ რეფორმასაც შეიძლება გარკვეული ხარვეზები ჰქონოდა. გვაქვს შემთხვევები, როდესაც მაგალითად, კონკრეტულ მარშრუტებზე არ არის საკმარისი რაოდენობის მიკროავტობუსი ან მარშრუტს სჭირდება დაგრძელება. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება არსებულ ქსელზე, თუ სად არის საჭირო ჩვენი ჩართულობა- ახალი ქსელის, ახალი მიკროავტობუსის დამატება, დამატებითი ავტობუსის გაშვება კონკრეტულ მარშრუტზე და ა.შ. ის პატარ-პატარა ხარვეზები, რომელიც დღეს არსებობს, იქნება გამოსწორებული. ყოველდღიურად მიმდინარეობს დაკვირვება იმისთვის, რომ მგზავრობა იყოს კონფორტული და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი. ამ რეფორმის ფარგლებში გავაგრძელებთ ზედამხედველობას და სადაც პრობლემა იქნება, მაშინვე მოხდება ჩარევა და პრობლემის გამოსწორება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი