ბავშვთა ქალაქ „მზიურისა“ და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ FIFA-ს სტანდარტის მოედანი მოეწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის საერთო ბიუჯეტმა 1 184 000 ლარი შეადგინა.
„მზიურისა“ და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ სპორტული მოედანი მოეწყო. აქ დაიგო FIFA-ს სტანდარტის ხელოვნური საფარი. გარდა ამისა, 208 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; მოეწყო ხის კოტეჯი, სადაც განთავსდა გასახდელები და სველი წერტილები; მოეწყო გარე განათება და მოედნის გარშემო - ქვაფენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მოედნის მშენებლობის დასრულება MASTER LEAGUE-ის ახალი სეზონის დაწყებით აღინიშნება.
„თბილისის მერიის მხარდაჭერით, მასტერ ლიგა უკვე მეოთხე წელია იმართება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თბილისის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, გაზრდილია 35%-ით და რეგისტრირებული გუნდების რაოდენობამ დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში, 74 შეადგინა. აღნიშნული გუნდები სამ ლიგაში იქნებიან გადანაწილებული (MASTER LEAGUE, MASTER LEAGUE-II და MASTER LEAGUE-III). ჩემპიონატი გაიხსნება თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდებს შორის მატჩით. სასიამოვნოა, რომ აღნიშნულ ტურნირში ამდენი ახალგაზრდა ჩაერთვება. მეც მზად ვარ, მასში მონაწილეობა მივიღო და მხარი დავუჭირო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.