თბილისში დამატებით, 23 ელექტროდამტენი დამონტაჟდება
13-04-2022, 12:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟებულ 45 ელექტროდამტენს კიდევ 23 დამტენი დაემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმაკახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიამ პროექტის განხორციელება ბიზნესთან თანამშრომლობის ისეთი მოდელით დაიწყო, რომ პროექტისთვის მუნიციპალიტეტის სახსრები არ დახარჯულა.

 


მისივე თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თბილისში არსებული დამტენების გამართულობის პრობლემა დღეისთვის უკვე სრულად მოგვარებულია.

 


„საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავალებული ჰქონდა ქალაქის მასშტაბით, ელექტროდამტენები განთავსებულიყო. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ წავახალისოთ ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოსა და, რა თქმა უნდა, თბილისში. ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, ბიზნესთან თანამშრომლობით, 45 ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ ისე, რომ მუნიციპალიტეტიდან თანხები არ დახარჯულიყო. დღეს 45-ვე ლოკაციაზე განთავსებული ელექტროდამტენები მუშაობს გამართულად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადასახადი არის ნული. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება წავახალისოთ. ჩვენ ასევე, ვმუშაობთ სხვა ლოკაციაზე დამტენების განთავსებაზე. 23 დამატებითი ლოკაცია გვაქვს, სადაც ელექტროდამტენებს განვათავსებთ და ქალაქის მასშტაბით, ელექტრომობილების დატენვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


დედაქალაქის მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და ყველა იმ თანამშრომელს, ვინც აღნიშნული პროექტის განხორციელებაშია ჩართული, მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი