თბილისიდან უკრაინაშიჰუმანიტარული ტვირთებისგაგზავნის პროცესი გრძელდება. საკვები პროდუქტები, პირველადი საჭიროების ნივთები, ტანსაცმელი და მედიკამენტები თბილისის მერიის მიერ ბელიაშვილის N 5-ში მოწყობილ ლოგისტიკურ ცენტრში გროვდება. აქციაში ბიზნესსექტორი და რიგითი მოქალაქეები არიან ჩართულები.
ჰუმანიტარული ტვირთის ჩატვირთვის პროცესს, დღეს, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრო.
„მოგეხსენებათ, თბილისის მერიამ ბელიაშვილის N 5-ში შექმნა ლოგისტიკური ცენტრი, საიდანაც პერიოდულად იგზავნება ჰუმანიტარული ტვირთები უკრაინაში. საერთო ჯამში, საქართველოდან, მათ შორის, თბილისიდან გავაგზავნეთ 400 ტონაზე მეტი ტვირთი. დღეს კიდევ იტვირთება სამი სატვირთო მანქანა, რომელიც გაიგზავნება უკრაინაში. დღეისთვის აქ წარმოდგენილია რამდენიმე კომპანიის მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტი. ესენია: კომპანია „ლილო ჯგუფი“, „ბასა ჯგუფი“, „ჯიბე“, „ჰაიდელბერგ ცემენტი“, „ბადაგი“, „ლილო შოპ ჯი“. დაახლოებით, ერთ კვირაში ეს ტვირთი ჩატანილი იქნება უკრაინაში“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.