შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილს თავისი უფროსი პუტინი მიახრჩობს და დაალევინებს პოლონიუმს, განცხადება რომ გააკეთოს და დაგმოს ეს ომი
13-04-2022, 18:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - მე პირადად არ მწამს ამ ოპოზიციის, რომ ამათგან რამე გამოვა, შესაბამისად, ჩვენ აქცენტი აღებული გვაქვს საერთაშორისო მუშაობაზე - იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე განხორციელდეს სანქციები, ბიძინა ივანიშვილს ჩამოერთვას ის მილიარდიანი ქონება, რის შემდეგაც რეჟიმი ავტომატურად ჩამოემხობა და მივიღებთ ახალ არჩევნებს, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 


მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლის „ერთადერთი იმედი ის არის, რომ შეერთებულმა შტატებმა და ბრიუსელმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაადონ“.

 


„ერთადერთი ოლიგარქია რუსი, რომელიც სანქციების გარეშე გადარჩა, ვირთხასავით არის ახლა შემალული სოროში, არც გამოსულა, განცხადებაც არ გაუკეთებია, რომ დაეგმო სისხლისღვრა უკრაინაში - ბუჩაში, კრემატორსკში, ხერსონში, დონეცკში, ლუგანსკში, განცხადებაც არ გაუკეთებია, კაცს ქვეყანა აქვს ჩაბარებული, ზეკერპად არის აღიარებული, არავის საქართველო ასე ხელში არ ჩაუგდია, არ დაუჩმორებია, არ გაუკონტროლებია ხალხიც, სახელმწიფოც, ხელისუფლების ყველა სისტემა, რაც შეძლო აი, ამ სამარცხვინო ჭორვილიდან ჩამოგორებულმა ვირთხამ - არავის საქართველოს ისტორიაში. და არც გამოდის, რომ განცხადება გააკეთოს და დაგმოს ეს ომი, იმიტომ რომ თავისი უფროსი პუტინი მიახრჩობს და დაალევინებს პოლონიუმს“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი