ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველებისთვის ენა ის ღირებულებაა, რომელსაც ყოველთვის უკომპრომისოდ იცავდა, რის სიმბოლოდაც იქცა 1978 წლის 14 აპრილი
14-04-2022, 09:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართველებისთვის ენა ის ღირებულებაა, რომელსაც ყოველთვის უკომპრომისოდ იცავდა, რის სიმბოლოდაც იქცა 1978 წლის 14 აპრილი - ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ხალხის მიერ მოპოვებული სახელმწიფო ენის დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული ჩვენგანის ვალია განსაკუთრებული პატივისცემით მოვეპყრათ ენას და შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს ეს ჭეშმარიტი საგანძური.

 


“ენა ერის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. საქართველოს თვითმყოფადობას, ისტორიულ მეხსიერებას, პატრიოტულ სულისკვეთებას და ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას სწორედ ქართული ენა აერთიანებს. ჩვენი ერისათვის ენა ის ღირებულებაა, რომელსაც ყოველთვის უკომპრომისოდ იცავდა, რის სიმბოლოდაც იქცა 1978 წლის 14 აპრილი - ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ხალხის მიერ მოპოვებული სახელმწიფო ენის დღე. ჩვენმა გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულს, არამედ სხვა რესპუბლიკების ენებსაც შეუნარჩუნა სახელმწიფო სტატუსი.

 


წელს სახელმწიფო ენის დღეს განსხვავებულად აღვნიშნავთ. საქართველოს მთავრობის დამტკიცებული სახელმწიფო ენის ათწლიანი პროგრამით ჩამოყალიბდა სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ახალი მიზნები და ის პირობები, რომლებიც ამ ამოცანის მისაღწევად იქმნება. ათწლიანი სტრატეგია ხელს შეუწყობს როგორც ქართული და აფხაზური ენების კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციების უკეთ შესრულებას, ისე ქართველური ენების დაცვას, კვლევასა და ენობრივი ტექნოლოგიების განვითარებას.

 


თითოეული ჩვენგანის ვალია განსაკუთრებული პატივისცემით მოვეპყრათ ენას და შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს ეს ჭეშმარიტი საგანძური”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები: 1
#1   uzma mir
      
In terms of installation is concerned, you don't need to concern yourself with this aspect visit website. Fiberglass cloth is straightforward to install. Besides, it can help you decorate your room in a secure and eco-friendly manner.
14 აპრილი 2022 11:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი