საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიკულაშ ბეკთან შეხვედრით დაიწყო. საუბრის მთავარი თემა ევროკავშირში ჩეხეთის მომავალი თავმჯდომარეობა, საქართველოს მხრიდან ევროკავშირზე წევრობის განაცხადი და კითხვარის შევსების მიმდინარე პროცედურები იყო.
შეხვედრაზე ჩეხეთმა დაადასტურა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციული მიზნების და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმართ. როგორც ევროპის საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, თავმჯდომარეობის პერიოდში, ჩეხეთისთვის პრიორიტეტული იქნება ასოცირებული ტრიო და სამივე ქვეყნის სათანადო პოზიციონირება. ამ მხრივ აღინიშნა საქართველოს წარმატებული ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში რეფორმების განხორციელების, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის და სხვა მრავალი მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია პროცესში შემდგომი წარმატებისთვის.
მინისტრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე, საქართველოსა და ჩეხეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერისთვის სხვადასხვა სექტორული მიმართულებით. ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ჩეხ კოლეგას და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.