კახა კალაძე ერევნის, აკრას და ტურინის ოფიციალურ დელეგაციებს შეხვდა
14-04-2022, 15:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს შეხვედრები გამართა აკრას მერთან ელიზაბეტ ნაა კვატსოეტავიასაკისთან, ასევე, ტურინისა და ერევნის მერის მოადგილეებთან- როსანაპურჩიასთან და ლევონ ჰოვანისიანთან. შეხვედრები წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

 


მხარეებმა ქალაქების მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. დაიგეგმა ორმხრივი ვიზიტები.

 

 

„მიხარია თქვენი სტუმრობა თბილისში. ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, როგორც ქვეყნებს, ისე ქალაქებს შორის. მოხარული ვარ, რომ ესწრებით თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველ შეხვედრას და დახურვის ცერემონიას. თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის ტარება, სამწუხაროდ, რთულ პერიოდში მოუწია, მხედველობაში მაქვს პანდემია, თუმცა, საკმაოდ ღირსეულად ვატარეთ ეს სტატუსი და პროექტი წარმატებით განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მიმდინარე კვირას თბილისში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ბოლო, შემაჯამებელი ღონისძიებები იმართება. წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრის ფარგლებში, თბილისი მასპინძლობს ოფიციალურ სტუმრებს იუნესკოდან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან, ასევე, იმ ქალაქების მერებს და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე იყვნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები ან მომავალში იქნებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი