თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის ბაღში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.
„სასიხარულოა, რომ ტრადიციად იქცა სახელმწიფო ენის აღნიშვნა დედაენის პარკში. მოგეხსენებათ, 1978 წელს სტუდენტებმა ააგორეს ტალღა, რომელმაც დაიცვა ჩვენი ენის კონსტიტუციური სტატუსი. სიმბოლურია, რომ დღეს ასევე იწურება თბილისისთვის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი, რომელსაც იგი ბოლო ერთი წელი ატარებდა. ამან მოგვცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, მსოფლიოსთვის გაგვეცნო ჩვენი დამწერლობა და მწერლები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მერის მოადგილემ კიდევ ერთხელ მიიწვია დედაენის ბაღში მიმდინარე ღონისძიებებზე უფროსები და ბავშვები.
დედაენის დღის ფარგლებში, ქართული გამომცემლობების მიერ მოეწყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა საჯარო საუბრები ქართულ ენასთან და 1978 წლის მოვლენებთან დაკავშირებულ თემებზე, ასევე, ბავშვებისთვის დაიგეგმა სპეციალური გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ბაღში თემატური აუდიო და ვიზუალური ინსტალაციები განთავსდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.