​ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერა დაადასტურა
14-04-2022, 17:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, ჩეხ კოლეგას იან ლიპავსკის შეხვდა. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და იმ პერსპექტივას, რომელიც საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის გაიხსნა გაწევრიანების განაცხადის გაკეთების და შესაბამისი კითხვარების გადმოცემის სახით.

 


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, მინისტრმა ლიპავსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩეხეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ასოცირებული ტრიო და ამ ქვეყნების ინტეგრაციული მისწრაფებების მხარდაჭერა იქნება.

 


მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, მათ შორის უკრაინის პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული მხარდაჭერის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

 


საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. ამ ფონზე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მეტი ჩართულობის აუცილებლობას. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ აღნიშნა ჩეხეთის მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში.

 


მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერასა და ამ პროცესში ჩეხეთის პრაქტიკული ხასიათის დახმარებაზე.

 


ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრისას, მინისტრებმა აღნიშნეს ის დიდი პოტენციალი, რაც არსებობს ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით და გამოთქვეს მზაობა აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით. ხაზი გაესვა ჩეხეთის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებულ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის განვითარებასა და რეფორმების წარმატებულ განხორციელებას უწყობს ხელს.

 


შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს. ილია დარჩიაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი