ცაგერში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
14-04-2022, 19:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის და სამხატვრო სკოლის ორგანიზებით ქალაქ ცაგერში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 


სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო თემატური ხატვის კონკურსი, სურათების გალერეაში კი ნახატების გამოფენა-დათვალიება.

 


ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი ონისე ჩაკვეტაძე, ლეჩხუმის ს საზოგადოება, ახალგაზრდები.

 

 

,,14 აპრილი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი სიწმინდის - ქართული ენის დაცვის დღეა და ეს თარიღი უმნიშვნელოვანესია საქართველოს უახლეს ისტორიაში.

 

 

საუკუნეების განმავლობაში ქართულმა ენამ მრავალი განსაცდელი, დევნა თუ შევიწროება განიცადა.

 


14 აპრილს ქართველმა ხალხმა შეძლო დაეცვა მშობლიური ენა, საკუთარი იდენტობა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნათელი მიზნის მისაღწევად ადამიანების ერთიანობას წინ ვერაფერი დაუდგება. ჩვენ ძალიან ლამაზი მშობლიური ენა გვაქვს, რომლითაც ნამდვილად უნდა ვიამაყოთ.

 


გილოცავთ დედაენის დღეს" - მიმართა შეკრებილ ახალგაზრდებს გიორგი ნემსაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი