„მასტერ ლიგის“ ტურნირის პირველ მატჩი თბილისის მერიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა
15-04-2022, 09:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის მიერ ახლად აშენებულ საფეხბურთო მოედანზე „მასტერ ლიგის“ ტურნირი დაიწყო, რომელიც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდებს შორის მატჩით გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაში საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვები მონაწილეობდნენ. მატჩი, რომელშიც დედაქალაქის მერი კახა კალაძეც მონაწილეობდა, თბილისის მერიის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

 

 

„დღეს დაიწყო ძალიან კარგი ტურნირი - „მასტერ ლიგა“, რომელიც თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. მე თვითონ ვმონაწილეობ ამ ტურნირში და მიხარია, რომ ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. თუ გადავხედავთ გასული წლების სტატისტიკას, მაგალითად, წინა წელთან შედარებით, 35 პროცენტითაა გაზრდილი მონაწილეთა რაოდენობა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ასეთი პროექტები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას. პირადად ვარ ჩართული, ვმონაწილეობ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად და მინდა, ყველა მონაწილეს წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მასტერ ლიგა, უკვე მეოთხე წელია, თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. აღსანიშნავია, რომ წელს, მონაწილეთა რაოდენობამ,ჯამში, 74 გუნდი შეადგინა. აღნიშნული გუნდები სამ ლიგაში იქნებიან გადანაწილებული (MASTER LEAGUE, MASTER LEAGUE-II და MASTER LEAGUE-III).

 

 

რაც შეეხება საფეხბურთო მოედანს, მისი მშენებლობა გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო „მზიურისა“ და ვაკე- საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ არსებული ძველი მოედნის ადგილას.

 


მოედანზე მოეწყო FIFA-ს სტანდარტის ხელოვნური საფარი, რომელიც ხარისხის შესანარჩუნებლად პერიოდულად დაივარცხნება. გარდა ამისა, 208 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; მოეწყო ხის კოტეჯი, სადაც განთავსდა გასახდელები და სველი წერტილები; დამონტაჟდა გარე განათება და მოედნის გარშემო დაიგო ქვაფენილი. პროექტის საერთო ბიუჯეტმა 1 184 530 ლარი შეადგინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი