საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 16 და 17 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება.
საკურას ყვავილობის ღონისძიება ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნება, რომელსაც საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე წარუძღვება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექცია, დამთვალიერებლები კი შეძლებენ, შეიძინონ იაპონური ჩაი, თემატური ხელნაკეთი ნივთები, ასევე, გაეცნონ იაპონური ლიტერატურის მრავალფეროვნებასა და ახალგაზრდა მხატვრების მიერ იაპონურ თემატიკაზე შესრულებულ ნამუშევრებს.
ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.
ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ ორი დღის განმავლობაში, 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.