თბილისის მერი საქართველოში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
15-04-2022, 16:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) მისიის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა.

 

 

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხოდედაქალაქის მუნიციპალიტეტისორგანიზებითუკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად განხორციელებულ და მიმდინარე ჰუმანიტარულ აქტივობებს. მხარეებმა ასევე, ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

 

კახა კალაძე გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელს ყველა იმ მუნიციპალურ პროგრამასა და ჰუმანიტარულღონისძიებაზე ესაუბრა, რომელიც ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინისა და თბილისში მყოფიუკრაინელების მხარდასაჭერად ხორციელდება.

 

 

„პირველ რიგში, მადლობა თანამშრომლობისთვის. საქართველო და მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტი, მაქსიმალურ დახმარებას უწევს საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს. ჩვენ შევძელით მუნიციპალური სერვისები გაგვეხადა უფასო და ხელმისაწვდომი უკრაინელი დევნილებისთვის. მათ შორის, ტრანსპორტით გადაადგილება, საბავშვო ბაღების მომსახურება, სპორტული და შემოქმედებითი წრეები და სხვა. ამასთან, ჩვენი ორგანიზებით, კერძო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით, თბილისიდან გაიგზავნა 50 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება და ამდენივე იგზავნება კიდევ ეტაპობრივად.

 

 

თბილისის ათივე რაიონის გამგეობას აქვს მჭიდრო კომუნიკაცია უკრაინის მოქალაქეებთან და უწევენ მაქსიმალურ დახმარებას მათ. მე იმედი მაქვს, თქვენთან თანამშრომლობით, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ უფრო მეტი დახმარება გავუწიოთ უკრაინელ დევნილებს“,- კახა კალაძე.

 

 

როგორც UNHCR-ის მისიის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა, მათ ჰქონდათ ინფორმაცია თბილისის მერიის მიერ გაწეული დახმარებების შესახებ, რაც ძალიან შთამბეჭდავია. კემლინ ფურლიმ კახა კალაძეს თბილისის მიერ უკრაინელი ხალხისადმი აქტიურად გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

შეხვედრაზე განხილული საკითხების მოგვარების პროცესში აქტიური ჩართვა და გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მისიასთანინტენსიური თანამშრომლობა კახა კალაძემ შეხვედრის მონაწილე მერის მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი