თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჭაბუკთა პირველობა გაიმართა ქალაქ ხაშურში, სადაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 250 -ზე მეტმა სპორტსმენმა მოიყარა თავი. ტურნირში ნინოწმინდის სასპორტო სკოლის თერთმეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს სოფელ განძის სპორტსმენებმა. მესამე ადგილი არშაკ ლულუკიანმა დაიკავა, ხოლო მეორე საპატიო ადგილი რუბენ თანგამიანმა.
სპორტსმენებთან შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახლგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის სპორტის განყოფილების (უფროსი: გრიშა თოფუზიანი) ორგანიზებით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.