ნოდარ ხადური ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდა
18-11-2015, 02:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.

 
ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა აშშ-ს მთავრობასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა უწევს სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

 
ამ კუთხით, განსაკუთრებით, ხაზი გაესვა იმ პროგრამების მნიშვნელობას, რომელიც ფინანსთა სამინისტროში შეერთებული შტატების ხაზინის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მისი ერთ-ერთი პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის" დახმარებით ხორციელდება.


შეხვედრაზე, ისაუბრეს მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ (FATCA) აქტის ხელმოწერის მნიშვნელობაზე, რითაც საქართველო შეუერთდა იმ ქვეყანათა რიცხვს, რომელიც პარტნიორ ქვეყანას - აშშ-ს მისი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით მიაწვდის ფინანსურ ინფორმაციას.


ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის სახელით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი