არაკეთილმოსურნე, მტრულად განწყობილი, პროვოკატორი და ა.შ აღარ გავაგრძელებ, შესაძლოა, იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, რომ სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაიცავს ყველა მოქალაქეს და უზრუნველყოფილი იქნება ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა.
„ჩვენ ყველა მოქალაქეს დავიცავთ. ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობას. რაც შეეხება კითხვას, ამის თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს კონკრეტული ინფორმაცია და როცა საჭირო იქნება, თუ ჩათვლიან საჭიროდ ამ ინფორმაციის გამჟღავნებას, გეცნობებათ თქვენ და ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.