თბილისში, გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი მოეწყობა
17-04-2022, 17:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ
დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, გმირი კურსანტების N14-16-18
კორპუსების მოსახლეობას შეხვდა, სკვერის პროექტი გააცნო და დაგეგმილი
სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

ასევე, მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის
ფარგლებშიც, მოსახლეობა თავის მხრივ, პროექტის მიმდინარეობისას და მისი
დასრულების შემდეგ, სკვერის მოვლა-პატრონობაში ჩაერთვება.

 

 

ამჟამად, აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი რაიოდენობით სამშენებლო ნარჩენები
ყრია, რასაც გაიტანენ და დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე
რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

 


ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები,
ფიტნეს ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და
სარწყავი სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა
სახეობის ხე-მცენარე. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
მსგავსი მემორანდუმების მიზანი, გამგეობის მიერ დაგეგმილ პროექტებში
მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა. მემორანდუმი ასევე, ემსახურება
ცნობიერების ამაღლებას, ვანდალიზმის ფაქტების შემცირებასა და ადგილობრივი
მცხოვრებლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის მხრიდან რეკრეაციული
სივრცეების მოვლა-პატრონობაში ჩართულობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი